20-21 ოქტომბერს ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრა გამართავენ ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების X საერთაშორისო კონგრესს.
კონგრესის მხარდამჭერები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.
კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში იმუშავებს. გაიმართება ორი წიგნის პრეზენტაცია: 1. მოჰსენ ბაჰრამნეჟადი (ყაზვინი) წარმოადგენს წიგნს „ქართველი სპასალარის, როსტომ ხანის ისტორია“, 2. მანდანა თიშეიარი (თეირანი) კი – „ქართული მოთხრობების“ სპარსულ თარგმანს.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონგრესის პროგრამაში.